Sunday, October 20, 2013

პირველი მოდულის რეფლექსია

            ტრენინგის პირველ დღეს ვიმუშავე საპროექტო თემის სტანდარტებზე და მიზნებზე .განვიხილეთ მიმართულების მიმცემი შეკითხვების სახეებზე. მოვიფიქრე ჩემი თემის შესაბამისი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები.


ზოგადი კითხვა
  • იცვლება თუ არა სიცოცხლე დედამიწაზე?

თემატური კითხვები
  • რა მნიშვნელობა აქვს ბუნებრივ ეკოსისტემებს ადამიანის ცხოვრებაში?
შინაარსობრივი კითხვები
  • რა ზემოქმედებას ახდენს ეკოსისტემებზე ადამიანი?

  • რა არის სათბურის ეფექტი?
  • რა არის გლობალური დათბობის მიზეზები და შედეგები?
  • რა შეიძლება მოყვეს ტყეების გაჩეხვას?
  • რა იგულისხმება გარემოს დაბინძურებაში?


ტრენინგის მეორე დღეს მოკლედ გავიმეორეთ  და გავიხსენე წინა ტრენინგის მასალები. ვიმუშავეთ დროის ჩარჩოზე, პროექტის პრეზენტაციაზე და მის  გამოქვეყნებაზე.