პრობლემაზე
ორიენტირებული სამოდელო
გაკვეთილის გეგმა
საგანი: ბიოლოგია
კლასი: მე-9
მასწავლებელი : ნატო კაპანაძე
თემა: ადამიანის
საქმიანობის გავლენა გარემოზე
დრო : 45
წთ
მოსწავლეთა პროფილი:
14 მოსწავლე, სსსმ
მოსწავლე არ არის
ესგ სტანდარტი:
ბიოლ.
XI 9.2 მოსწავლე ასახელებს ანთროპოგენური
ზემოქმედების შედეგად გარემოს (ლოკალური და გლობალური ) ისეთი ცვლილებების მაგალითებს,
რომლებიც მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, გამოთქვამს მოსაზრებას ამ პრობლემის
თავიდან აცილების გზების შესახებ.
ბიოლ. XI
9.3. მოსწავლე მსჯელობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის და აკეთებს
დასკვნებს.
კვლ. XI.3. მოსწავლეს შეუძლია
მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
კვლ XI .4. მოსწავლეს შეუძლია
მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
გაკვეთილის მიზანი:
1. მოსწავლე
შეძლებს დაასახელოს ჰაერის , წყლის და ნიადაგის დამაბინძურებელი ფაქტორები.
2. მოსწავლე
შეძლებს იმსჯელოს და დაასაბუთოს ადამიანსა და ცოცხალ ორგანიზმზე დამაბინძურებლების
მავნე ზემოქმედებას
3. მოსწავლე
შეძლებს ანთროპოგენური ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული პრობლემის იდენტიფიცირებასა
და ჩამოყალიბებას.
4. მოსწავლე
შეძლებს ეკოლოგიური პრობლემების მიზეზებისა და შედეგების დაკავშირებას.
5. მოსწავლე
შეძლებს ჩამოთვალოს გარემოს დაცვით ღონისძიებები
და დაასაბუთოს რა წვლილის შეტანა შეუძლია გარემოს დაცვაში.
წინარე ცოდნა და
უნარ-ჩვევები:
მოსწავლეებმა
იციან ეკოლოგიური ფაქტორების შესახებ, აქვთ ცოდნა გლობალური დათბობის, სათბურის ეფექტის,
მჟავა წვიმების შესახებ. იციან ჯგუფური მუშაობის და დისკუსიის წარმართვის პრინციპები.
სასწავლო რესურსები
და მასალა: სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი,წებოვანი ფერადი ქაღალდები, ფლიპჩარტი, მარკერები,თაბახის ფურცლები,
სკოჩი.
გაკვეთილის მსვლელობა:
აქტივობა 1.
ორგანიზაციული საკითხი.2წთ.
მიზანი: ორგანიზაციული
საკითხის მოგვარება,ქცევის წესების შეხსენება, გაკვეთილის მიზნების ჩამოყალიბება, შეფასების
რუბრიკის გაცნობა.
აქტივობა 2.
წინარე ცოდნის გააქტიურება. კითხვა-პასუხი.3წთ. მთელი კლასი.
მიზანი: წინარე ცოდნის
შეხსენება- გაქტიურება და მოტივაციის ამაღლება
გაკვეთილის შემდგომი მსვლელობისათვის.
აღწერა: მოსწავლეები
პასუხობენ მასწავლებლის დასმულ შეკითხვებს:
1. რომელი ეკოლოგიური ფაქტორები იცით?
2. რას ნიშნავს
ანთროპოგენური ფაქტორი?
3. შეუძლია
თუ არა ზეგავლენა მოახდინოს ადამიანის საქმიანობამ ცოცხალ სამყაროზე და არაცოცხალ ბუნებაზე?
აქტივობა 3.
ცხრილის შევსება. ჯგუფური. 5წთ.
მიზანი: მოსწავლე შეძლებს ჩამოთვალოს, დააჯგუფოს და
ცხრილში გაანაწილოს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დამაბინძურებელი წყაროები.
აღწერა: შერჩევითი პრინციპით დაჯგუფებული მოსწავლეები
ფერად წებოვან ფურცლებზე ჩამოწერენ დამაბინძურებელ წყაროებს და კედელზე გაკრულ შესავსები
ცხრილის შესაბამის სვეტში დააწებებენ.
აქტივობა 4.
არასრული ცხრილის შევსება. მთელი კლასი.10წთ
მიზანი: მოსწავლე შეძლებს
ეკოლოგიური პრობლემის მიზეზებისა და შედეგების ამოცნობას.
აღწერა: გამოსაძახებელი
ჩხირების დახმარებით მოსწავლე იღებს ფურცელს, რომელზეც გაკეთებული ჩანაწერის მიხედვით
არკვევს მიზეზია თუ შედეგი და სკოჩით დააწებებს ფლიპჩარტზე გაკეთებულ ცხრილის შესაბამის
უჯრაში.
აქტივობა 5. დისკუსია. მთელი
კლასი 14 წთ
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს
გამოთქვას თავისი აზრი პრობლემის შესახებ და არგუმენტირებულად დაასაბუთოს.
აღწერა: დასმული პრობლემური
კითხვის ირგვლივ იმართება დისკუსია.თუ რა შედეგები მოყვება ადამიანის საქმიანობას და რა ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ მისი უარყოფითი
მხრის აღმოსაფხვრელად.
აქტივობა 6. ასოციაციური რუკის
შექმნა. ჯგუფური. 7წთ
მიზანი:
მოსწავლე შეძლებს ანთროპოგენური ფაქტორების მიზეზებსა და შედეგებზე დაკვირვებით გარემოს
დაცვითი პრევენციული ღონისძიებების მოფიქრებასა და ასოციაციური რუკის შედგენას.
აღწერა:
სამ ჯგუფად დაყოფილი კლასი ფლიპჩარტებზე აწერენ ,,გარემოს დაცვა“ და ადგენენ ასოციაციურ
რუკას. ჯგუფის ლიდერი ახდენს პრეზენტაციას.
აქტივობა 7.
საშინაო დავალება.1წთ. მთელი კლასი.
სახელმძღვანელოში პარაგრაფი 23, დასაწერად ესე ,, ჩემი სოფლის ეკოპრობლემა“.
აქტივობა 8.
შეფასება 4წთ.
განმავითარებელი შეფასება ---- მიმდინარე კომენტარები კომენტარები.
განმსაზღვრელი
-----პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
1-5
|
5-7
|
8-10
|
საუბარი
|
დაბნეულია , ხშირად ჩერდება, იმეორებს ერთი და იგივეს
|
საუბრობს კარგად მაგრამ დარწმუნება აკლია
|
დარწმუნებით საუბრობს და არ ორჭოფობს
|
დასკვნის გაკეთება
|
გაუმართავი და ულოგიკოა
|
ლოგიკურია მაგრამ ნაწილობრივ ჩამოუყალიბებელი
|
ლოგიკურია და კარგად ჩამოყალიბებული
|
No comments:
Post a Comment